მიმდინარე პროექტები
საოფისე შენობა თბილისში
3680 კვ.მ. საოფისე შენობა ვაკეში. შენობის პირველ სართულზე დაგეგმილია რესტორნის და დელიკატესების მაღაზიის გახსნა. პროექტი დასრულდება 2024 წლის გაზაფხულზე.
სასტუმრო ჰაუს ჰოტელ ყვარელი
სასტუმრო და კურორტი ჰაუს ჰოტელ ყვარელი მდებარეობს ყვარელის მუნიციპალიტეტში. იგი გარშემორტყმულია თვალწარმტაცი ბუნებით. 40 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული კურორტი მოიცავს ვენახებს და პარკს და უპასუხებს დასვენების მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს. პროექტის დასრულება დაგეგემილია 2024 წლის გაზაფხულზე.
თანამედროვე ხელოვნების ფონდი
2200 კვ. მ. მშენებარე თანამედროვე სტანდარტის საგამოფენო სივრცე შედის საკურორტო კომპლექსში. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2024 წლის გაზაფხულზე.
თბილისის მშრალი პორტი
საერთაშორისო სტანდარტის სასაწყობო ფართების და საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა. ობიექტის საერთო ფართი შეადგენს 195.546 კვ. მეტრს. პროექტის დასრულება იგეგმება 2024 წლის ზაფხულს.